

A
კატეგორია
მართვის მოწმობა გაიცემა:
24 წლის ასაკიდან (ან — 21 წლიდან, თუ მინიმუმ 2 წელია, რაც ფლობს A1 კატეგორიის მართვის მოწმობას)
მძღოლობის კანდიდატმა საჭიროა წარადგინოს:
-
პირადობის მოწმობა
-
ფორმა IV 100/ა
თეორიის ჩაბარების გარეშე, პირდაპირ პრაქტიკაზე დაიშვებიან:
B, B1, A1 ან ტრამვაის კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე პირები
A კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე პირს ასევე შეუძლია მართოს:
• „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება;
• „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალება;
• „A2“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალება;
• ტრიციკლი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე აღემატება 15 კვტ-ს.
დამატებითი ინფორმაცია:
გამოცდაზე პირველადი გასვლის საფასური შეადგენს 55 ლარს (აქედან მართვის მოწმობის დამზადების საფასურია - 15 ლარი, ხოლო გამოცდაზე გასვლის საფასური - 40 ლარი). თეორიულ გამოცდაზე შემდეგი გასვლის შემთხვევაში საფასური შეადგენს 40 ლარს.
კანდიდატს თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან უფლება აქვს 30 კალენდარული დღის განმავლობაში (7 დღის ინტერვალით უფასო გასვლა) ჩააბაროს პრაქტიკული გამოცდა.
A კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდისთვის განკუთვნილი ელემენტები:
• რვიანი;
• ზიგზაგი;
• საგაბარიტო წრეში მობრუნება.
მართვის მოწმობა მზადდება გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
დაჩქარებული წესით მოწმობის დამზადების ვადები და საფასურები:
1 (ერთ) სამუშაო დღეში მოწმობის დამზადების საფასური - 50 ლარი.
2 (ორ) სამუშაო დღეში მოწმობის დამზადების საფასური - 40 ლარი.
* იმ პირებს, ვისაც B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიღებული აქვთ 2014 წლის 15 დეკემბრამდე, A კატეგორიის მისაღებად აბარებენ მხოლოდ პრაქტიკულ გამოცდას.
* იმ პირებს, ვისაც A კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიღებული აქვთ 2014 წლის 15 დეკემბრამდე, B კატეგორიის ან/და B1 ქვეკატეგორიის მისაღებად აბარებენ მხოლოდ პრაქტიკულ გამოცდას.