
AM
კატეგორია
მართვის მოწმობა გაიცემა:
16 წლიდან
AM კატეგორიის თეორიულ გამოცდაზე გასასვლელად ვიზიტის დაჯავშნა სავალდებულო არ არის. თეორიის მასალის შესწავლა კი ჩვენი კურსით შეგიძლიათ
სრულწოვანმა საჭიროა წარადგინოს:
-
პირადობის მოწმობა
-
ფორმა IV 100/ა
-
დაბადების მოწმობა
არასრულწოვანმა საჭიროა წარადგინოს:
-
ზემოთხსენებული დოკუმენტები
-
მშობელი ან მშობლის ნოტარიული წესით დამოწმებული თანხმობა
AM კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად ბარდება მხოლოდ თეორიის გამოცდა
დამატებითი ინფორმაცია:
თეორიულ გამოცდაზე პირველადი გასვლის საფასური არის 15 ლარი, ხოლო შემდეგი გასვლის შემთხვევაში საფასური შეადგენს 40 ლარს.
შენიშვნა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების არმქონე პირი “AM” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე პირველად დაშვების შემთხვევაში გადაიხდის 15 ლარს.
მართვის მოწმობა მზადდება გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
დაჩქარებული წესით მოწმობის დამზადების ვადები და საფასურები:
1 (ერთ) სამუშაო დღეში მოწმობის დამზადების საფასური - 50 ლარი.
2 (ორ) სამუშაო დღეში მოწმობის დამზადების საფასური - 40 ლარი.
წყარო: სააგენტო | AM კატეგორია