11520194998
top of page

მართვის მოწმობის შეცვლა/აღდგენა

მართვის მოწმობის შესაცვლელად საჭირო დოკუმენტები:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა

  • არსებული მართვის მოწმობა

  • ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV-100/ა)

  • საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი

მართვის მოწმობის შეცვლის საფასური: 15 ლარი
შეცვლა შესაძლებელია: მომსახურების სააგენტოს ყველა ფილიალში
მიღების დრო: რამდენიმე წუთი

რა შეიძლება იყოს მართვის მოწმობის შეცვლის საფუძველი:

  • მართვის მოწმობის მფლობელის მოთხოვნა

  • უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის საფუძველზე ერთიანი ნიმუშის ეროვნული მართვის მოწმობის გაცემა

  • მართვის მოწმობის მოქმედების ვადის გასვლა

  • მართვის მოწმობის გამოყენებისთვის უვარგისობა (გაცვეთა, დაზიანება)

  • მართვის მოწმობაში ასახული მონაცემების შეცვლა ან უზუსტობის გამოსწორება

  • მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში ასახული სარეგისტრაციო ჩანაწერების შეცვლა ან უზუსტობის გამოსწორება

  • მართვის მოწმობის მონაცემების რეესტრში ასახულ სარეგისტრაციო ჩანაწერებთან შეუსაბამობა

  • კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოებები

დაკარგული მართვის მოწმობის აღსადგენად საჭირო დოკუმენტები:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა

  • ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV-100/ა)

  • საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები

აღდგენის საფასური: 35 ლარი
აღდგენა შესაძლებელია: მომსახურების სააგენტოს ყველა ფილიალში
მიღების დრო: რამდენიმე წუთში

მართვის მოწმობის თეორიის გამოცდის სიმულაცია:

მართვის მოწმობის თეორიის გამოცდაზე რეგისტრაცია:

Martivi Teoria · მარტივი თეორია

ავტოსკოლა - მართვის მოწმობის თეორია

  • Facebook
  • Instagram
  • TikTok

+995 592 30 44 05

24/7 მომხმარებელთა მხარდაჭერა

© 2025 by Martivi Teoria. All Rights Reserved

bottom of page